მამუკა ბახტაძე: „ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, სახელმწიფო შეასრულებს ყველა ვალდებულებას და იმედი მაქვს, კონსორციუმიც შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას,რომელიც საკუთარ თავზე აიღო“
14-08-2019, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 
სახელმწიფო შეასრულებს  იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მშენებელთან დაკავშირებით,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელოდება კონსორციუმის პასუხს, ჩატარდა კონკურსიც, რომელში გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს პორტი იმ ვადებში, რომელიც აუცილებელია.

 


"ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანს და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსური რესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით. ამ პროექტის ასეთ სტატუსში ყოფნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს აზარალებს ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ამავდროულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული ანაკლიის კონსორციუმის მიმართ და მაქვს იმედი, რომ კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას,რომელიც საკუთარ თავზე აიღო",- აღნიშნა პრემიერმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი