მამუკა ბახტაძე: „ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა“
14-08-2019, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მის მიერ წარმოებული სტრატეგიით ჰქონდეს ასეთი მზარდი დინამიკა ტურიზმის სექტორში, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში იყო, განსაკუთრებით 2019 წლის პირველ ნახევარში.

 

„ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკა ტურიზმის სექტორში იყო ძალიან ეფექტური და მან მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენი პოლიტიკა 2019 წლის პირველ ნახევარში. მე აჭარის სტატისტიკა მოვიყვანე მაგალითად - ივნისში თითქმის 40 პროცენტით იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ტურისტების რაოდენობას და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რაოდენობა არ შეგვიმცირდეს, უფრო მეტიც - გავზარდოთ და გავხადოთ ის დივერსიფიცირებული, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს სტატისტიკა შემოსავლების თვალსაზრისით, ანუ ტურისტული სექტორი რა შემოსავალს იღებს ტურისტების იმ ნაკადებიდან, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. ივლისის თვეში სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 60 მილიონით ნაკლები მიიღო ტურისტულმა სექტორმა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს არის ძალიან ცუდი. პირადად მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვერ შევხედავთ ამ პრობლემას ვარდისფერი სათვალით. ეს არის პრობლემა - მცირე და საშუალო ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, გიდებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. უფრო მეტიც, შემოსავალი შეგვიმცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, არის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღნიშნული პრობლემა გადაჭრას და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს.

 


„მაგრამ იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს პრობლემა არ არის, ძალიან არასერიოზულია. საუკეთესო პასუხი, ვინც შეიძლება ამ პრობლემაზე გასცეს, არის ის ხალხი, ვინც თვითონ დასაქმებულია ამ სექტორში. ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, რომელიც მათ ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ხალხს სჭირდება გვერდში დადგომა და ის ორი პროგრამა, რომელზეც მე არაერთხელ ვისაუბრე, ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იმისთვის, რომ ის ფინანსური პრობლემები, რომელიც შეიძლება შეექმნას ამ სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ საერთო ძალისხმევით. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია ან ნახევრად სავსე. ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ კონკრეტული პრობლემა, ტურიზმის სექტორში წარმოქმნილი ნეგატიური დინამიკის ფონზე და მათ სჭირდებათ დახმარება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი