გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
14-08-2019, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან  და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები და საჭიროებები ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცნო. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო სივრცეების განახლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის  საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ყველა ის პროექტი გააცნო, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.

 

 

„დმანისის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის,  მეფუტკრეობის, ბიოწარმოების და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.   სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი ბენეფიციარი ჰყავდეს აღნიშნულ პროექტებს და უფრო ბევრმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი. მნიშვნელოვანია ადგილობრივები გაერთიანდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში, გააერთიანონ ფრაგმენტულად დაყოფილი მიწები, დაიწყონ ბიზნესზე ორიენტირებული  წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“,  - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მიმდინარე წელს, დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი პროექტის და სტიქიის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება.

 

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

 

 

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი