გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
15-08-2019, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას  მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე,   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.

 

 

სოფლების მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს. 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრა. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება აგროდაზღვევის პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

 

 

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის კუთხით, ასპინძა საკმაოდ აქტიურია. მუნიციპალიტეტს  მესაქონლეობის, მეკარტოფილეობისა და მეფუტკრეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციალის ათვისება მაქსიმალურად მოხდეს,  მოსახლეობამ შექმნას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში,  მიიღოს  მეტი სარგებელი და გაზრდილი შემოსავალი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

 

 

სოფელ ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვის და ფიას მცხოვრებლებს, შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებასა და ამბულატორიების შექმნაზე.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც  გამართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი