მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრის საყვარელიძემ, მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა უწერის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თემში არსებულ პრობლემურ საკითხებს, განხორციელებულ და ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მოსახლეობას წარედგინათ მომავალი წლებისთვის დაგეგმილი პრიორიტეტული საკითხები,რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მოაგვარებს სოფლებში დღემდე არსებულ პრობლემებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.