მამუკა ბახტაძე სოფელ ნაცატუში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობში ფერმერებს შეხვდა
16-08-2019, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა. 

 


ფერმერებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული შესაწამლი აპარატის შესახებ და აღნიშნეს, რომ მისი დახმარებით, ისევე, როგორც აგროკონსულტანტების რეკომენდაციით განხორციელებული აგროტექნიკური და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე ასეული ტონა თხილის მოსავალი მიიღეს. 

 


ფერმერების პრობლემას სარწყავი წყალი წარმოადგენს, რისი უმოკლეს ვადებში მოგვარებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს დაავალა. 

 


მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაგრძელდება ძალისხმევა, რათა თხილის ექსპორტის მაჩვენებლები მოკლე ვადაში გაორმაგდეს. 

 

 

„თხილის გადარჩენის პროგრამა", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებითაც მეთხილე ფერმერებმა ისარგებლეს და აგროსამუშაოები ჩაატარეს. 

 


მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობიც დაათვალიერა და ფერმერებს გაესაუბრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოში ამ ეტაპზე 70 ტონამდე თხილი მუშავდება. 

 

 

აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე, 1 000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს. თხილის საშრობი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და "აგრიჯორჯია-ფერეროს" თანადაფინანსებით 2018 წელს დაფუძნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი