ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
16-08-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო  ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა. კომიტეტი, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების  საკონსულტაციო პლატფორმას წარმოადგენს.

 


"საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირების სისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული კომიტეტის შემადგენლობაში შედიან, როგორც კერძო სექტორის ასევე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. მუშაობის პროცესში, კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რათა, მაქსიმალურად გამარტივდეს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. 

 


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების მდგომარეობა, ახალი საბაჟო კანონმდებლობა და უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ საკითხები. 

 


ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მიზანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ვაჭრობის მოქნილი, მოდერნიზებული სისტემის მხარდასაჭერად საქონლის საზღვარზე გადაადგილებაში ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის მდგრადი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ძალისხმევის მობილიზება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი