შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16-08-2019, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, 16 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ თავისი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, დაეხმაროს ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერებს, გრანტიორებს მათი კვლევებისთვის საჭირო ექსპერიმენტულ გამოთვლებში. ასოციაცია ფონდს, მის გრანტიორებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოთვლების საჭიროება, უსასყიდლოდ გამოუყოფს გამოთვლით და მეხსიერების რესურსებს, გაუწევს ტექნიკურ დახმარებას მათი ამოცანების Cloud - ინფრასტრუქტურაში განსათავსებლად.

 

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებისთვის. რუსთაველის ფონდის კონკურსებში გამარჯვებულ გრანტიორებს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და სხვა, სჭირდებათ ექსპერიმენტული გამოთვლები.

 

 

სამეცნიერო ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების და სერვისების განვითარება რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი