წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია სრულდება
20-08-2019, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა დაათვალიერეს.

 


"ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს, პროექტის ღირებულება 1 679 894 ლარია. შადრევნის რეაბილიტაცია მოიცავს მის სრულად აღდგენას, ასევე დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს" - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

 


მუსიკალური შადრევნის მოწყობა, შესაბამისი განათებისა და გახმოვანების სიტემების მონტაჟის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. 

 

 
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მისი სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა, პროექტის განხორციელების შედეგად მწვანე ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ტურისტებისთვის კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოეწყობა, მოხდება ასევე საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი