ხელისუფლების წარმომადგენლები ოძისის, მჭადიჯვრისა და შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ
20-08-2019, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს და მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით,  სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებზე ისაუბრეს.

 

 

შეხვედრებზე სოფლებში არსებული გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

 

 

ოძისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სოფელ ოძისის საჯარო სკოლაც და ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

 

 

გასულ წელს, მჭადიჯვარში, სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო, რის შედეგადაც   ადგილობრივებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, კაპიტალურად გარემონტდა სოფელში არსებულ ამბულატორია.

 

 

სოფელ ქვემო შუახევში გარე განათებების მონტაჟი დასრულდა. უახლოეს პერიოდში კი,  ზემო შუახევში  სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

შეხვედრებზე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებაც იმსჯელეს.  ადგილობრივებმა მთავარ საჭიროებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელეს და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან მიზნად ისახავს რეგიონებში არსებული პრიორიტეტების გამოკვეთას და  სამოქმედო გეგმაში მათ ასახვას. შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი