ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ
21-08-2019, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა. 

 

 

„მოსახლეობას ვესაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი გვყავდეს და ფერმერებმა უფრო აქტიურად ისარგებლონ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მელიორაციის მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ეთერზეთოვანი კულტურებისა და სასათბურე და სამაცივრო მეურნეობების განვითარების. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 

 

 

მინისტრის მოადგილემ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანების დადებით მხარეებზეც ესაუბრა და სასაწყობო, სამაცივრო და გადამმუშავებელი მეურნეობების განვითარების პოტენციალი გააცნო.

 

 

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, ყურადღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ სოფლის მხარდაჭერის პროექტებზე გაამახვილა და მათ ეფექტიანობაზე ისაუბრა. 

 

 

სოფელ ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის, სარწყავი სისტემისა და დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, დაინტერესდნენ ყურძნის ჩაბარების საპროგნოზო ფასებით, რომელთან დაკავშირებითაც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ. 

 

 

მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, მაქსიმალურად მოხდება  შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გათვალისწინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი