მამუკა ბახტაძე: „ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ“
21-08-2019, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი" გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი"-ს კომერციულ დირექტორთან  დევიდ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი - თბილისის, ორი კი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. „რაინეარი" ავიარეისებს ეტაპობრივად  დაამატებს.

 

 

„რაინეარის" სახელით გამოვთქვამ სიხარულს და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართეთ შეხვედრა.

 

 

თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება - თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერ მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს  თბილისიდან-  კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან", -განაცხადა დევიდ ო'ბრაიენმა.

 

 

პრემიერ მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.

 

 

„მინდა ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი", ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. „რაინეარი არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და „რაინეარის", ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო „რაინეარს", მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ მინისტრსა და „რაინეარი"-ს კომერციულ დირექტორს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი