„რაინეარის“ საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას - ირლანდიაში საქართველოს ელჩი
21-08-2019, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირლანდიაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოში, მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის „რაინეარის“ შემოსვლა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი მაგალითია.

 

 

გიორგი ზურაბაშვილის თქმით, „რაინეართან“ ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრავალწლიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. როგორც დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

 

 

„მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი“ საქართველოში შემოდის. აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხედავენ დიდ ტურისტულ, ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროების განვითარებას. „- აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.

 

 

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მხარესა და ირლანდიურ ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

 

 

ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.

 


„რაინეარი“ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იფრენს.

 


პირველი ფრენა 6 ნოემბერს თბილისიდან მილანის მიმართულებით შესრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი