ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების - მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდნენ
22-08-2019, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების - მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.

 


მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო.

 

 

სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ისაუბრეს.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

 

 

„დღევანდელ შეხვედრაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას, სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მოწყობის პრობლემა გამოიკვეთა, რომლის გათვალისწინებაც მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოხდება. ასევე, დაისვა ტყეკაფების დროულად გამოყოფის საკითხი, მოსახლეობის შეშით მომარაგების მიზნით. ეროვნული სატყეო სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს, მოსახლეობას გაუმარტივოს შეშის მოპოვების პროცედურა, რაც რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, უკვე გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მასალის ნებისმიერ დროს გამოტანის შესაძლებლობაში გამოიხატება. ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, მათი საჭიროებები მოვისმონოთ და მხარდამჭერი პროექტების ფორმირებისას გავითვალისწინოთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

 

 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი