დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი „ბრექსიტის“ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა.
შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ევროკავშირის დატოვების შესახებ, დასაფასებელია, მან ისიც დასძინა, რომ ირლანდია-ჩრდილოეთ ირლანდიის „ბექსტოპის“ გეგმის განხორციელება აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის დაცვისა და ერთიანი ბაზრისთვის.
„ბექსტოპი“ მიზნად ისახავს „მყარი საზღვრის“ არიდებას „ბრექსიტის“ შემდეგ.
ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გზას მომავლისკენ ენერგიითა და შემოქმედებით იპოვის.
გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბორის ჯონსონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ვალდებულია რეალური გეგმა დასახოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.