ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა
22-08-2019, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

 

 

მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარების, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ არსებული საჭიროებების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

 

 

"მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ შეხვედრებზე ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, რაც ძალიან დაეხმარება საბიუჯეტო პროცესს, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება. ასევე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს გეგმებსა და პროგრამებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ მოქალაქეებისგან იმ საკითხებზე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა როგორც სოფლის მეურნეობას ასევე გარემოს დაცვის მიმართულებას." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მოქალაქეები მომავალი რთველის ჩატარების საკითხითაც დაინტერესდნენ და კონკრეტული პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

 

 

შეხვედრას თელავი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულის და ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი