საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ქვედრულას და ირის მოსახლეობას შეხვდნენ
23-08-2019, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სამთავრობო, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ქვედრულას და ირის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. 

 


შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი დიმიტრი ქებაძე, სახელმწიფოს რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე წარმართავდნენ.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და მოსახლეობასთან ერთად სამომავლო პრიორიტეტები დასახეს.

 


შეხვედრებზე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ მრავალი წლების შემდეგ მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი სასიკეთო პროექტი განხორციელდა და ასევე სამომავლოდ სხვადასხვა საჭიროებებიც დაასახელა.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს,რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რეგიონიდან და კერძოდ ონის მუნიციპალიტეტიდან მიგრაცია შეწყდეს. ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდეს მშობლიურ ფუძეს, ცხოვრება ეფექტური და საინტერესო გახდეს.

 


მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად პრობლემად მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი დასახელდა.

 


მოსახლეობასთან შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი