აბაშაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა
27-08-2019, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისის გაიხსნა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით.  

 

 

ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ გახსნეს. მინისტრმა, სტუმრებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა და აბაშის ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.

 

 

„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სტანდარტები სულ უფრო უმჯობესდება. ჩვენი ამოცანაა, სურსათის უვნებლობის კონტროლი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულად მოიცავდეს რეგიონებსაც. ამისათვის კი, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის მქონე  სპეციალისტების მობილიზება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები ჰქონდეს. აბაშის ახალი ოფისი, ამის კარგი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

 

როგორც მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, დღეიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება  თანამედროვე სტანდარტების ოფისის მომსახურებით  ისარგებლონ. 

 

 

აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი  ოფისის გახსნას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოში სამეცნიერო მისით მყოფი მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები  ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი