„ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში მეტი ფრანგი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი ფრანგული ბიზნესი იყოს წარმოდგენილი” - ნათია თურნავა
27-08-2019, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში მეტი ფრანგი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი ფრანგული ბიზნესი იყოს წარმოდგენილი, ამიტომ უმსხვილესი ფრანგული გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL-ის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილეს ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL-ის პრეზიდენტთან და ფრანგ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

 


შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ქართულმა მხარემ ფრანგული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები გააცნო ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთების, ქვეყანაში პარტნიორების მოძიებისა და არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით.

 


„მათ შორის დაინტერესებული არიან საინჟინრო კომპანიები, რადგან ეს მიმართულება მაღალ დონეზეა განვითარებული საფრანგეთში. მათ აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორში. ასევე დაინტერესებული არიან მთის კურორტების განვითარებით, რადგან საფრანგეთში ამის უდიდესი კულტურა არსებობს და ჩვენ გავაცანით ის ახალი განვითარება, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, იგივე ზამთრის ჩემპიონატის კუთხით. ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურაზე, რაც უნდა აშენდეს და ისინი სიამოვნებით შემოვლენ ამ მიმართულებით და დაგვეხმარებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 3
#3   Boundary
      
ll you have to do is contact us and we are happy to help. Free consultation on WhatsApp or phone call. Boundary Wall / Boundary Limit Disputes
23 ნოემბერი 2019 00:52
#2   Child Custody Vs Guardianship
      
Court Marriages and Online Nikkahs are very straight forward, and are usually done in an hour. Child Custody Vs Guardianship
19 ოქტომბერი 2019 06:35
#1   web marketing
      
What’s even better is that Foundr’s Instagram growth is showing no signs of slowing down. web marketing
29 აგვისტო 2019 00:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი