„ბიზნესისა და პოლიტიკის მიქსმა ვერც პოლიტიკაზე იქონია არსებითი გავლენა და ვერც ბიზნეს გარემოს განვითარებაზე“ - პოლიტიკური მოლოდინების ეკონომიკური ნატურა
29-08-2019, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესისა და პოლიტიკის მიქსმა, ვერც პოლიტიკაზე იქონია არსებითი გავლენა და ვერც ბიზნეს გარემოს განვითარებაზე. არსებული პრობლემები გასცდა ყველა ზღვარს და გადავიდა სიბრტყეში, სადაც მხოლოდ ნეგატიური მოლოდინებია.

 


სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკური გარემოც არსებულ პრობლემებს ძირითადად „მოლოდინების ქვეშ“ აფასებს. კერძოდ:

 


 ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძველში წარმოაჩენენ უარყოფით მოლოდინებს;

 


 ფასების ზრდის პრევენციისას აქცენტებს აკეთებენ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების მოლოდინებით;

 


 პოლიტიკური კონფრონტაციის დაძლევის გზად მიაჩნიათ განსაკუთრებული მოლოდინები;

 


 ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას ახდენენ პოზიტიური მოლოდინებით;

 


 არსებული მოლოდინებისა და პრაქტიკული ნაბიჯების დეფიციტის ფონზე, სამივე სექტორში (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორში) მხოლოდ მღელვარებაა;

 


 დამაიმედებელი მოლოდინია მხოლოდ ის, რომ საზოგადოებიდან პოლიტიკაში ახალი პირების და ახალი ჯგუფების მოსვლის მაღალი პერსპექტივაა.

 


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკის მოლოდინების ნატურამ უფრო დააქვეითა საზოგადოების კეთილდღეობა, შეამცირა საზოგადოების ხმა, „ეკონომიკურ იზოლაციაში“ მოაქცია საზოგადოების აქტიური პირები (იმისათვის, რომ არ იაქტიურონ), ვერ უზრუნველყო ქვეყნის განვითარება ინოვაციურ კონტექსტში, ვერ შეძლო გლობალური მაკროეკონომიკური გამოწვევებისადმი მოწყვლადობის შემცირება და მსოფლიო ეკონომიკაში ადგილის დამკვიდრება. მართალია ქვეყანაში არსებობს გარკვეული ეკონომიკური აქტივობა და მაკროეკონომიკური საფუძვლები, თუმცა ჯამში არსებული ტემპი და მიღებული შედეგები ფუნდამენტური ფაქტორების სისუსტის კომპენსირებას ვერ ახერხებს. არსებულ მოცემულობაში, გამომწვევი მიზეზებიდან შეიძლება აღინიშნოს შემდეგი :

 


I. პოლიტიკური გარემოში:

 


- ქართულმა პოლიტიკამ ევოლუციურად დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და სრულად არ ვითარდება. მისგან დარჩა მხოლოდ პოპულიზმი, თუმცა ისიც არასრული;

 


- დღეს, პოლიტიკური გარემო უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ჩინებსა და თანამდებობის როლზე, ვიდრე შედეგებსა და დარგის განვითარებაში შეტანილ წვლილზე. ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური აქტივობა უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე ჩინით გამყარებული საუბრები, პოპულისტური დაპირებები, სხვისი იდეებით თავის მოწონება უფრო დიდ მედიაში. აღნიშნულ ეტაპზე ისეთი ვითარებაა, რომ არათუ ახალი იდეების და პროგრამების შექმნის პოტენციალია, არსებულის რეალიზებაც კი პრობლემაა;

 


- ქართული პოლიტიკური „ყოვლისშემძლეობა“ ძირითადად ცხადყოფს პოლიტიკური პოტენციალის მქონე პირებისთვის პრობლემების შექმნას, საზოგადოების აქტიური პირების ეკონომიკურ დისკრედიტაციას, საზოგადოებრივი პრობლემების დაგუბებას. ისიც უნდა ითქვას, რომ მტრობა ადვილია, დამეგობრება და მოკავშირეობაა დიდი პოლიტიკური უნარი;

 


- პოლიტიკა დარგის განვითარების მამოძრავებელ ძალად თუ ვერ მოგვევლინება ბუქსირის როლი მაინც შეითავსოს, ნაცვლად მუხრუჭისა;

 


- ამიტომ გვჭირდება ახალი პოლიტიკური პირები, აკადემიური და პოლიტიკური კულტურით. ქვეყნის ნაციონალური და გლობალური პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური სუვერენებით. არსებული პოლიტიკის შეფასება უნდა მოხდეს მიღწეული შედეგებითა და ძირითადი პრობლემების დაძლევით (საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიების დაბრუნება). მოქალაქეების პრობლემების მოსმენა კი არ არის მუშაობა, არამედ პრობლემების გადაჭრაა მუშაობის შედეგი;

 


II. ბიზნეს სექტორში:

 


- დასაშვებია, რომ ბიზნესმა უბიძგოს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ისე საკანონმდებლო აქტების გენერირებს. თუმცა, თუ ბიზნესისა და პოლიტიკის მიქსი ბიზნესსაც აზიანებს და პოლიტიკასაც, ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ პოლიტიკა და არა ბიზნესი;

 


- ხაზგასასმელია, რომ ბიზნეს საზოგადოება პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ისეთივე ინდივიდუალიზმით უნდა წარსდგნენ, როგორც ბიზნეს სფეროში აქვთ. დღეს, გვჭირდება პოლიტიკური ინდივიდუალიზმი საზოგადოების გაერთიანების პოტენციალით;

 


- ბიზნეს სექტორი აქცენტებს აკეთებს საკუთარ პერსონაზე. რაც რათქმაუნდა აღსაქმელია, როგორც საკუთარი ბიზნესის დაცვა. კარგი იქნება მეტი აქცენტი გაკეთდეს ისეთი ჯგუფების მხარდაჭერაზე, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნეს გარემოს დაცვის გარანტია იქნება;

 


- უმჯობესია ბიზნეს მხარდაჭერა ისეთ კონტექსტში, როგორიცაა კვლევითი ცენტრების, ფონდების, საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოების ძალაუფლების განმტკიცება და ხელშეწყობა.

 

 

III. საზოგადოებრივ სივრცეში:

 


- საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება გადის პოლიტიკურ პროგრამებზე, ეფექტიან მიდგომებზე, აკადემიურობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებზე;

 


- ნებისმიერის პირის რეპუტაცია გამჭვირვალეა. აღსანიშნია, რომ გამჭვირვალობის ზრდასა და ინფორმაციულობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მედია. შესაბამისად, მედია სივრცეში მომხდარი ნებისმიერი ქმედება ინფორმაციის დინებას „ცვლის“, მაგრამ ინფორმაციის ნაკადს ვერ აქრობს. საბოლოოდ ის დაგუბდება და იმაზე დიდ ნაკადს შექმნს, ვიდრე დაგუბებამდე იყო;

 


- ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა საჭიროებს მაღალ „პოლიტიკურ კლასს“ და აკადემიურ კომპეტენციას. ასეთი პირები კი საზოგადოებაში მრავლადაა.

 


დაბოლოს, სახელმწიფო საჭიროებს მძლავრ ქართულ პოლიტიკას, ძლიერ სახელმწიფო სისტემებს, გლობალური პოლიტიკური აუტსაიდერობიდან თავის დაღწევას და რეგიონული როლის ზრდას.

 


ეკონომიკის დოქტორი


რატი აბულაძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი