საქართველოს და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ დამარცხებით, ანგარიშით - 10:44 დასრულდა
31-08-2019, 21:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს და შოტლანდიის რაგბის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ დამარცხებით, ანგარიშით - 10:44 დასრულდა.

 


შოტლანდიელები თამაშის დაწყებიდან მე-7 წუთზე 3 ქულით დაწინაურდნენ, მე-11 წუთზე ისევ 3 ქულა მოიპოვეს, მე-14 წუთზე ლელო დადეს, გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 0:13 გახდა.

 


მე-19 წუთის დასაწყისში სტუმრებმა მეორე ლელოც დადეს, გარდასახვის ზუსტად შესრულების შემდეგ კი ანგარიში 0:20 გახდა.

 


„ბორჯღალოსნებმა“ 33-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულების წყალობით ანგარიშში სხვაობა 17-ით შეამცირეს - 3:20.

 


41-ე წუთზე კი შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 3:23 დასრულდა.

 


მატჩის მეორე ნახევარი „ბორჯღალოსნების“ აქტიური შეტევით დაიწყო, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა საწყის ეტაპზე ლელოს დადება ვერ მოახერხეს.

 


46-ე წუთზე „ბორჯღალოსნების“ კართან შერკინება დაინიშნა და 47-ე წუთზე სტუმრებმა ბრწყინვალე ლელო დადეს, დარტყმაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 3:30 გახდა.

 


„ბორჯღალოსნებს“ 52-ე წუთზე ლელოს დადების დიდი შანსი ჰქონდათ, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოხერხდა, მოწინააღმდეგის ხაზთან შოტლანდიელები დაჯარიმდნენ და თამაშის განახლების შემდეგ აქტიური შეტევა ისევ ქართველებმა განახორციელეს, სტუმრების მხრიდან თამაშის წესების ისევ დარღვევისა და ქართველთა ნაკრებში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თამაში შერკინებით განახლდა და დაძაბული მომენტი 58-ე წუთის დასაწყისში მაინც „ბორჯღალოსნების“ ლელოს დადებით დასრულდა, გარდასახვაც ზუსტად შესრულდა და ანგარიში 10:30 გახდა.

 


63-ე წუთზე შოტლანდიელებმა მეოთხე ლელოს დადება შეძლეს და ჯარიმის ზუსტად შესრულების შემდეგ მათ 27-ქულიანი უპირატესობით წაიწიეს წინ - 10:37.

 

 

70-ე წუთზე „ბორჯღალოსნებს“ ლელოს დადების დიდი შანსი ჰქონდათ, მაგრამ რაქში ბურთი დაკარგეს, 73-ე წუთზე კი შოტლანდიელებმა უკვე მეხუთე ლელო დადეს.

 

 

„ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელებთან ანგარიშით 10:44 დამარცხდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი