სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ჯავახეთის მოსახლეობას „ახალქალაქობა“ მიულოცა. ღონისძიებას რწმუნებულთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალქალაქელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს.
„ახალქალაქობა“ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი და კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული კონცერტი.
სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.