წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
02-09-2019, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დათვალიერა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლების სამუშაოების მონიტორინგს წყალტუბოს მერი და მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.

 


წყალტუბოს მერიის ცნობით, ამჯერად მერმა და მისმა მოადგილემ ქალაქის I, III, IV, საჯარო სკოლები, სოფელ მაღლაკის II საჯარო სკოლა, პატრიკეთისა და ოფშკვითის საჯარო სკოლები მოინახულეს.

 


აღსანიშნავია, რომ ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ტარდება სოფელ მაღლაკის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იხურება შენობა, კეთდება საკლასო ოთახები, ილესება დაზიანებული კედლები. სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში რემონტდება ხუთი საკლასო ოთახი.

 


რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, მე-3 საჯარო სკოლაში კეთდება სკოლის შესასვლელი კიბე, რემონტდება სპორტის დარბაზი და ორი საკლასო ოთახი. N I საჯარო სკოლაში წესრიგდება სსმ. ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერილები. IV-ე სკოლაში რემონტდება ორი საკლასო ოთახი და საპირფარეშოები.სოფელ მეორეუბნის სკოლას, რომელიც III სკოლის ფილიალია ეცვლება სახურავი.

 


„ჩვენთვის პრორიტეტი არის ის რომ მოსწავლემ სკოლაში კომფორტულად იგრძნოს თავი. ახლა მთავარია, სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში, სადაც რემონტი მომდინარეობს, ძირითადი სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება,“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წელს, სულ 15 სკოლა რემონტდება. ამ დროისთვის დასრულებულია სოფელ ყუმისთავისა და სოფელ რიონის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი