საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე ზრდის
04-09-2019, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, -  ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

 

"აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი - 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, კვლავ დაბალია და 2.4 პროცენტს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს.

 

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კომიტეტი განიხილავდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება.

წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. თუმცა, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ნაწილობრივ ანეიტრალებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა (12.4 პროცენტი). ამავე პერიოდში ფულადი გზავნილებით შემოდინებებიც ზომიერად იზრდებოდა (7.8 პროცენტი). რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ავიაფრენების აკრძალვის ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია. ხოლო, ჯამურად, იანვარ-ივლისში ამ მაჩვენებლის მხოლოდ 2.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც წლის პირველ ნახევარში ანალოგიური მაჩვენებელი 7.0 პროცენტი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ჯამური წმინდა შემოდინებები ზრდას განაგრძობს და 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომი გაუმჯობესება არის მოსალოდნელი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა დაგეგმილია 2019 წლის 23 ოქტომბერს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს" , - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი