თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა
04-09-2019, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ასოციაციის წევრობა ხელს შეუწყობს თბილისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ქალაქის შესახებ ცნობადობის გაზრდას. 

 

 

„მინდა, ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო  სიახლე გაგიზიაროთ. ჰელსინკში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონიერი ტურიზმი - ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, სადაც თბილისი უკვე ოფიციალურად   წარადგინეს მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის ახალ წევრად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემია, თუ რამდენად იზრდება სასტუმროების, ჰოსტელებისა და კაფე-ბარების რაოდენობა. ასევე, იხსნება სპეციალური სააგენტოები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, აცნობენ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. მიხარია, რომ ჩვენ ამ ასოციაციის წევრი გავხდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

კახა კალაძემ ყველა იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქს ასოციაციის წევრობა მოუტანს. 

 

 

„ესაა მის წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა ინდუსტრიულ ასოციაციებთან ახალი კავშირების დამყარება, თემატური და ბიზნესშეხვედრები, ტურისტული პროდუქტებისა და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა და ა.შ. ამდენად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, მისი ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო და რაც ყველაზე მთავარია, ვართ სტუმართმოყვარე ხალხი და ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება თბილისში უკვე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. სწორედ ამიტომ ტურიზმს სჭირდება დიდი მხარდაჭერა. ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსი ტურისტები კატეგორიულად მიუღებელია. საბედნიეროდ, ამ აზრს აჟღერებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენ მზად ვართ, ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები ისე, რომ მათი უსაფრთხოება ქალაქსა თუ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი