ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
04-09-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

 


მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლების წყალმომარაგების, გარე განათების და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხს. 

 


დიმიტრი საყვარელიძემ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

 


მერის მოადგილე ეკა მაისურაძე წარმომადგენლებს ესაუბრა 9 სექტემბერს დაანონსებული ფოლკლორული ფესტივალის შესახებ. 

 


თათბირს ესწრებოდა ი.გ.პ. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „ თანხმობა“ წარმომადგენელი, თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი, სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორი მარინა ფოჩხუა, რომელმაც ისაუბრა ასოციაციის ძირითადი საქმიანობების, პრინციპების და მისიის შესახებ.

 


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს " მოედანი 2009" დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და შპს ონის კომუნალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე გამყრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი