DIB-ში კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის ტრენინგი დაიწყო
10-09-2019, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ტრენინგს  - „კრიზისების მართვა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ მასპინძლობს. 

 

 

სემინარი DIBS-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და მსმენელებს კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოთხდღიან კურსს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ღიბრაძე და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ტრენერები უძღვებიან.

 

 

ტრენინგი  საქართველოს შიდა კრიზისების მართვის სისტემას შეეხება. კურსის ფარგლებში მონაწილეები  კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს როგორ საქართველოს, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე გაეცნობიან. მსმენელები   გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებულ სტილსაც შეისწავლიან და პრაქტიკულ ცოდნას ერთდღიანი  კიბერშეტევის სიმულაციურ სცენარზე მიიღებენ.

 

 

ტრენინგი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი