საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
10-09-2019, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე. 

 

 

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-თან სტატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და მაღალ ხარისხში აყვანა იქნება. ჩვენი მიზანია, დემოკრატიული განვითარებითა და ეროვნული თავდაცვისა და მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებით გავხდეთ აშშ-ის მოკავშირე რეგიონში და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.  ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა და ეს ასახულია კონსტიტუციაშიც, რაც ცხადყოფს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც კვლავ აქტიურად ცდილობს მეზობელი ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროს ქვეშ დააბრუნოს და დაასუსტოს მათი დემოკრატიული განვითარება. მხარეებმა ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზეც იმსჯელეს, რაც ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი. 

 

 

თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო, რაც  საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოს  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა 2019 წლის კონფერენციაშიც მაღალი ხარისხის იქნება.  

 

 

შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. ატლანტიკური საბჭოდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ატლანტიკური საბჭოს საპატიო მკვლევარი, ელჩი დანიელ ფრიდი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე); ატლანტიკური საბჭოს ბორდის დირექტორი გენერალი ფილიპ ბრიდლავი (ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი); ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ელჩი ჯონ ჰერბსტი (უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი),ატლანტიკური საბჭოსა და პენ ბაიდენის ცენტრის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კარპენტერი (თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე) და გენერალი ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი). 

 

 

კომენტარები: 5
#5   Dom
      
The thrill of sports betting comes alive on 텐텐벳. With a diverse sports portfolio and exclusive bonuses, it's a winner.
12 დეკემბერი 2023 15:47
#4   Dom
      
부달 is Busan's treasure trove. Its user-friendly interface and location-based services make it a must-have for anyone exploring this vibrant city.
29 ნოემბერი 2023 17:08
#3   Dom
      
The categorization system on 펀초이스 is spot-on. It simplifies the search for specific services, such as Swedish massages, making the user experience seamless.
25 ნოემბერი 2023 15:34
#2   Dom
      
First-time customers at 인천오피 tend to become regulars, citing the warm hospitality and expert massages.
20 ნოემბერი 2023 17:33
#1   Dom
      
Whenever I'm in need of relaxation, 남양주출장 is my first port of call.
5 ნოემბერი 2023 18:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი