მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს და ზაზა ოქუაშვილს მადლობას უხდის
11-09-2019, 19:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლა არის „ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლის შემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი!“ - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი ასევე მადლობას უხდის ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს და ზაზა ოქუაშვილს.

 

 

„პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ალბათ მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია! ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილის შანტაჟის, წნეხის და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ის რომ მან ვერ მოახერხა „მთავარის“ ტელევიზიის დაბლოკვა, ის რომ ვერ მოახერხა ახალი ლიდერთა ინიციატივაში მრავალი ათასობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდას მისვლა და გაწევრიანება. ის რომ ვერ მოახერხა რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება და გამოკითხვებში ის ახლა აგებს ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯვება ძალიან ახლოს არის! ყოჩაღ „მთავარი არხი“, მადლობა ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს, ზაზა ოქუაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ყველას ვისაც სჯერა და ვინც იბრძვის და ყველა დანარჩენმა უნდა შეწყვიტოს ჩივილი. ეხლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო კი არ არი, ეხლა არის ორგანიზების და ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების დრო!“ - აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი