ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა“
12-09-2019, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი  აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში, რთველის დაწყების პროცესს გაეცნო. დელეგაციების წევრები საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი  ჰოლდინგის მოწვევით იმყოფებიან.

 

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარია საფრანგეთზე, რომელიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს აწესებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მიმართ. კომპანიამ Bolero & Company გააფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც საფრანგეთში წლის ბოლომდე რამდენიმე ათას ტონამდე სპირტის მიწოდებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე კი ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხები განვიხილეთ. რამდენიმე წელია ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ აშშ-თან ბაზარზე ცნობადობის შესაქმნელად. სწორედ  ამის შედეგია, რომ დღეს ამერიკის ბაზარი არის პირველ ათეულში, თუმცა ჩვენი ამბიცია და სურვილია, რომ ის იყოს ერთ-ერთი პირველი ბაზარი საექსპორტო ქვეყნებს შორის. ამერიკელებთან საუბარი გვქონდა საბრენდე სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების საქართველოდან ექსპორტზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ჰოლდინგს Bolero & Company და ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ შორის გაფორმდა 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი აშშ-ის უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთანაც, რომელიც ქართულ-ამერიკული ბრენდის შექმნას, ასევე აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის -  ღვინის, ბრენდისა და სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტის რეალიზაციას ითვალისწინებს.

 

 

აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრები, ტეხასის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ტეხასის ალკოჰოლური სასმელების კომისიის წევრები, ტეხასის ეკონომიკური განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები შედიან, ხოლო საფრანგეთის დელეგაციას ეროვნული ასამბლეის დეპუტატები წარმოადგენენ. 

 

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის და საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას და მეღვინეობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებას ეცნობიან. სტუმრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,  შპს „ღვინის ლაბორატორიას“, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას და „წინანდლის ედემს“ სტუმრობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი