ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს შეხვდა
12-09-2019, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს, სილვან როის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 


ლევან დავითაშვილმა CNFA-ის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.

 


მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის დახმარებითაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ეძლევათ. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას, რომელიც საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. John Deere მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის გაუჯობესების შესაძლებლობას მისცემს და დიდი მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ხარისხიან მომსახურებას გაუწევს.

 


მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოზიტიურ შედეგებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID) მადლობა გადაუხადა. ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის შედეგად, თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლისა და ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს სოფლის მეურნეობის სექტორში რისკის შემცირების საკითხი წარმოადგენს. 

 

 

CNFA-ის პრეზიდენტმა, სილვან როიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ CNFA მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და აგრარული დარგის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი