მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ახლო მომავალში დაიწყება მსხვილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - Georgia I2Q“ განხორციელება
13-09-2019, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს და განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.

 


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო გეგმები და განსაზღვრეს ის სფეროები, რომლებშიც მსოფლიო ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

 


მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ახლო მომავალში დაიწყება მსხვილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - Georgia I2Q“ განხორციელება.

 


პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, როგორებიცაა:

 


სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, სკოლამდელი განათლების პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება;

 


საერთაშორისო სტანდარტის ზოგადი განათლების სწავლა-სწავლების ხარისხის დანერგვა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;

 


განათლების დაფინანსების მოდელების განვითარება, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემაში სრული ინტეგრაციისათვის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა;

 


განათლების საინფორმაციო მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი