თაკო ჩარკვიანი: ეს „რეებს“ ვისმენ, მართლა მეტირება, კაცს - ბანკირს, შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი, საქართველოს ჩააბარებს ალბათ
16-09-2019, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აცხადებს, რომ „კაცს - ბანკირს, შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი, საქართველოს ჩააბარებს ალბათ“.

 


„ახლა ვუსმენ ბანკირ მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე - პასუხებმა კიდევ ერთხელ განმაცვიფრა, ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ დაწერეთ წერილი რითიც მხარდაჭერა გამოუცხადეთ არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ანტისახელმწიფროებრივი განცხადებები და პოზიცია აქვს დაფიქსირებულიო ასე უპასუხა ბანკირმა, „ბიზნესი და ჩემი გუნდი უნდა გადამერჩინა, რომ არ დამეზიანებია“. ანუ კაცს, რომელსაც ქვეყნის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, უპირველესი თავისი ბანკი და გუნდი ჰგონია.მინდა შევახსენო ბანკირს, რომ საქართველო ხაზარაძის „გუნდი“ არ არის!

 

 

მეორე -პროკურატურის მახინჯი სისტემა გვაქვსო და თავად შოთაძის ანუ მაშინდელი პროკურორის დანაშაულებრივ ქმედებას ბანკირი თურმე მალავს წლების მანძილზე, რატომ??? აქაც „ბიზნესი და გუნდი უნდა გადავარჩინო“ არის პასუხი. ვააახ ჩემო ქვეყანავ - „ტიპებს“ საქართველო ბიზნეს პროექტი ჰგონიათ და ამიტომაც ვართ ამ დღეში.

 

 

სიტყვა „მტრობა- მტერი“ არ მოსწონს ბანკირს - ჰოდა მაშინ ვეტყვი, რომ მტერი არა და უფრო ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, მხოლოდ ზურაბიშვილისგან მაქვს მოსმენილი. ახლა სრულიად გასაგებია ჩემთვის, რატომ დაუჭირა მხარი გულმხურვალედ სალომე ზურაბიშვილს- საქართველო კი არა - ბიზნეს-გუნდი გადაარჩინა თურმე, ეს „რეებს“ ვისმენ. მართლა მეტირება, კაცს - ბანკირს, შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი ( თან ხაზარაძემ „გუნდის“ გადარჩენა მოინდომოს კვლავ), საქართველოს ჩააბარებს ალბათ, პუტინის ერთ დაცემინებაში.

 


ეეეეჰ, თქვენი ბიზნესი არ ვიცი და საქართველო ნაღდად ვერ გადარჩება თქვენს ხელში ბ.ნო ბანკირო!!!!! ჰოდა, გადაარჩინეთ თქვენი ბიზნესი ბანკირო და საქართველოს ჩვენ მივხედავთ და გადავარჩენთ კიდეც, შეშინებული ბიზნესმენებისგან, ხელისუფლებებთან რომ საქმეებს ალაგებენ მუდამ, ქვეყნის ინტერესების ხარჯზე (აკი აირჩია კიდეც პრეზიდენტი- სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე- „გუნდი გადავარჩინეო“)! ბანკი არ არის სამშობლო, ბ-ნო ბანკირო! თუ როგორც თქვენ ამბობთ -„ძმაო“!! p.s ისე, მინდა ვთქვა, რომ ამ ინტერვიუთი მთავარ არხზე, ხაზარაძე - დასრულდა!“, წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი