გიორგი გახარია: „ევროპული სკოლის გახსნა არის ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში“
16-09-2019, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს პროექტის წამოწყებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ეს სკოლა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება. ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა და საბოლოოდ გახადოს ევროკავშირის ორგანული ნაწილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერ-მინისტრმა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერ კახა კალაძეს.

 

 

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.

 

 

ევროპულ სკოლას რეგიონში ანალოგი არ ექნება და ის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში - "აღმოსავლეთ პარტნიორობა - 20 ძირითადი მიზანი 2020 წლისათვის" - ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი