საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს
17-09-2019, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს.

 

 

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე.

 

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ფისკალური მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ.

 

 

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და საქართველოს მთავრობის სახელით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

 

 

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია.

 

 

„მივიჩნევთ, რომ გაუარესებული გარე ფაქტორების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკამ საკმარისი გამძლეობა აჩვენა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია", - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს შემდეგი ვიზიტით ოქტომბერში ეწვევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი