ბიძინა ივანიშვილი 1 მილიარდ ევროს გაიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, რომელიც სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად
17-09-2019, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

18 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ფონდი ,,ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ფონდი „ქართუ“-დან აცნობეს, პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის „საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, გაიმართება პანელური დისკუსია.

 


ფონდი „ქართუ“-ს ცნობით, პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს, შემდეგ ეტაპებზე კი დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება.

 

 

„ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

 


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 


ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

 


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში . ის გახდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. უნივერსიტეტის მართვის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

 


პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება - ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

 


ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ესწრებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალეკო თევზაძე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი, “იულიხის” სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერნდ ნოიმაიერი, IBA ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სერჟ ლამისე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, საგანმანათლებლო წრეებისა და საზოგადოების წარმომდგენლები“, აცხადებენ ფონდ "ქართუ“-ში.

 

კომენტარები: 4
#4   omari
      
რას აფინანსებს ივანიშვილი, ეგ ხალხისფულია, ივანიშვილმა საყდრისის დანგრევით იმდენი ოქრო წაიღო, რომ ერთი მილიარდი რა არის იმასთან შედარებით. ჩვენგან მოპარული ფულით აშენებულს, ჩვენვე უნდა რომ მადლობა გადავუხადოთ, გარდა საყდრისისა დათვალეთ რამდენი მიწის ნაკვეთი მიითვისა ერთ ლარად, მაგ საერთაშორისო აფერისტმა.
23 სექტემბერი 2019 17:17
#3   გია
      
ციტატა: ნონა
არ გვჭირდება აზალი უნოვერსიტერი,თანაც საერთაშორისო! მაგ თანხით რამდენიმე აზალგაზრდა ოჯახი დააბრუნეთ ემიგრაციიდან. ბევრად დიდ მამულიშვილურ საქმეს გააკეთებ! მაგრამ... თქვენ ხომ ზუსტად საწინაამღდეგო მისია იკისრეთ! დააქციო საქართველო და გადააგვარო ერი ქართველი!

ვითომ დამცავი კოდი არასწორიაო და წამიშალეთ იმსიგრძე კომენტარი. მოკლედ განვმეორდები: მაგ თანხით რამდენიმე ახაკგაზრდა ოჯახი დააბრუნეთ, მორჩით ერის გადაგვარება-განადგურებაზე ზრუნვას!

განათლება რომ საჭიროა, ამას მაშინ გაიგებ, როცა საკუთარ ბიზნეს წამოიწყებ და საჭირო მენეჯერებს ვერ აიყვან. ვაკანსიები მაქვს გამოცხადებული და ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები. ბიძინა კი მამულიშვილურ საქმეს აკეთებს და დარწმუნებული ვარ იქნებით მიშას ფანატიკოსი.
20 სექტემბერი 2019 03:02
#2   მადონა
      
80 მილიონი ნაჩიქარი ფული წაართვა კახელებს და მაგი 1 მილიარდს ჩადებს სადმე? მთლად ააფრინეთ? ან რა გასაპიარებელია ხიხოს ტყუილები?
18 სექტემბერი 2019 23:14
#1   ნონა
      
არ გვჭირდება აზალი უნოვერსიტერი,თანაც საერთაშორისო! მაგ თანხით რამდენიმე აზალგაზრდა ოჯახი დააბრუნეთ ემიგრაციიდან. ბევრად დიდ მამულიშვილურ საქმეს გააკეთებ! მაგრამ... თქვენ ხომ ზუსტად საწინაამღდეგო მისია იკისრეთ! დააქციო საქართველო და გადააგვარო ერი ქართველი!

ვითომ დამცავი კოდი არასწორიაო და წამიშალეთ იმსიგრძე კომენტარი. მოკლედ განვმეორდები: მაგ თანხით რამდენიმე ახაკგაზრდა ოჯახი დააბრუნეთ, მორჩით ერის გადაგვარება-განადგურებაზე ზრუნვას!
18 სექტემბერი 2019 08:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი