ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 92%-ის დათვლის შემდეგ პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ პარტიას და ბენი განცის „კაჰოლ ლავანს“ ქნესეთში თანაბარი ადგილები ერგოთ
18-09-2019, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშაბათს, 17 სექტემბერს გამართულ ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მირ ხმების 92%-ის დათვლის შემდეგ პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ პარტიას და ბენი განცის „კაჰოლ ლავანს“ ქნესეთში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თანაბარი ადგილები ერგოთ, იტყობინება ისრაელური გამოცემა „ჰაარეცი“.

 


ნაწილობრივი შედეგების მიხედვით, 120 კაციან ქნესეთში „ლიკუდის“ პარტიას და „კაჰოლ ლავანს“, თითოეულს, 32 ადგილი ერგოთ. ნეთანიაჰუს ბლოკი ოდნავ წინ არის, მაგრამ უმრავლესობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს. 

 

 

ნეთანიაჰუს ამჟამინდელი ბლოკი, რომელიც მემარჯვენე ფრთის ულტრა-ორთოდოქსი პარტიებისაგან შედგება, ამჟამად პარლამენტში 56 ადგილს იკავებს. მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი, არაბული პარტიების გამოკლებით, 43 ადგილს. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 61 მანდატია საჭირო.

 


კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი იქნება ავიგდორ ლიბერმანი, რომლის პარტიამ „ისრაელ ბეითეინუ“, წინასწარი მონაცემებით 9 ადგილი მოიპოვა. ოთხშაბათ დილით მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მხარდაჭერა „ფართო ლიბერალური ერთობის მთავრობისადმი“. რომელშიც გაერთაინებული შეიძლება იყოს „ისრაელ ბეითეინუ“, „ლიკუდი“ და „კაჰოლ ლავანი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი