„რუსთავი 2“-ში დაპირისპირებაა: "არ არის გამორიცხული, კიკალიშვილი საერთოდ გაუშვან"
12-02-2014, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ორი ჯგუფი ერთმანეთს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გამო უპირისპირდება. ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი "ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

 

თანამშრომლების აზრით, თუ კვესიტაძე "რუსთავი 2"-ში დაიწყებს მუშაობას, გამოდის, რომ ამ არხს მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს. მეორე მხარეს არის ნიკა გვარამია, თავისი ხალხით.

 


"ამ ეტაპზე კვესიტაძეს სთავაზობენ, დავით კიკალიშვილის გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" პოლიტიკურ ბლოკს გაუძღვეს და შემდგომში არ არის გამორიცხული, კიკალიშვილი საერთოდ გაუშვან. სხვათა შორის, კიკალიშვილს არხის დატოვების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა და ერთი პერიოდი გადაცემის დახურვის საკითხიც იდგა დღის წესრიგში, მაგრამ სტაჟიანმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხა გამოძრომა. როდესაც ინგა გრიგოლია "ტვ 3"-დან "იმედში" გადავიდა, თავისი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა თავი გაიგიჟა, ეგ ცანცარა "ნაციონალი" თვალით არ დაგვანახოთო. ახლა მელაძეს "რუსთავი-2"-ზე მოუწევს პროდიუსერობა. სწორედ ამიტომაა, რომ კვესიტაძე-მელაძისა და შემდგომში, შესაძლოა, დავით პაიჭაძის მოსვლა ამ არხზე თანამშრომლების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრებები, რომ "რუსთავი 2" უკვე ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის ხელში და არ არის გამორიცხული, მალე ის ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდეთ. ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრები პარლამენტის კულუარებში უკვე მიდის", – წერს გაზეთი "ალია".

 

 

წყაროს ცნობითვე, საააკაშვილი მოთმინებით ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=8718 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი