აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც 95 წლის ხდება, ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტობისთვის 80 წელი ძალზე ხანდაზმული ასაკი იქნებოდა
18-09-2019, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასაკი მხოლოდ რიცხვი არაა, როდესაც შენ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი ხარ, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა.

 


კარტერმა, რომელიც 1 ოქტომბერს 95 წლის ხდება, თქვა, რომ მისთვის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის თავის გართმევა თვით 80 წლის ასაკშიც კი მეტისმეტად რთული იქნებოდა.

 


„მე რომ 80 წლის ვყოფილიყავი, 15 წლით უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, მე არ ვარ დარწმუნებული რომ შევასრულებდი იმ მოვალეობებს, რომელიც პრეზიდენტობის დროს გამაჩნდა“, განაცხადა კარტერმა, ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებმა ამერიკელმა ლიდერმა, ატლანტაში, კარტერის ცენტრში ყოველწლიური მოხსენებით წარდგომისას. „შენ ძალიან მოქნილი გონების პატრონი უნდა იყო. შენ უნდა შეგეძლოს ერთი საგნიდან მეორეზე გადასვლა და თითოეულზე ადეკვატურად კონცენტრირება და მათი ყოვლისმომცველი გზით ერთმანეთში თავმოყრა“.

 


კარტერს არ უხსენებია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ ორი წამყვანი კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 76 წლის, და სენატორი ბერნი სანდერსი, 78 წლის, პრეზიდენტობისას, თუკი მათგან რომელიმეს აირჩევენ, 80 წლის გახდება.

 

 

დღემდე, დონალდ ტრამპი, 73 წლის, პირველია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტებს შორის ყველაზე ასაკოვანია. იგი თავისი ინაუგურაციის დღეს 70 წლის იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი