საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა. დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხო გარემოს და აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აფრიკის კონტინენტზე.
მინისტრმა დიპლომატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.