ლევან დავითაშვილი: კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, საქართველოში უკვე ხორციელდება და დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი
19-09-2019, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კლიმატის სფეროს დაფინანსებისადმი მიძღვნილი შეხვედრა „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კლიმატის ცვლილებების მიმართულებით“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კლიმატის მწვანე ფონდის (CGF) და „NDC Partnership“ წარმომადგენლებს და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„საქართველო წლებია თანამშრომლობს კლიმატის მწვანე ფონდთან; ეს არის გლობალური ფონდი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, საქართველოში უკვე ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ახალი პროექტებიც, რომლებიც სატყეო სექტორის კომპლექსურ რეფორმას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რეფორმა თავისთავად საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. ჩვენ იმედი გვაქვს, ფონდი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის 20 მლნ დოლარზე მეტი საგრანტო დახმარების გამოყოფის საკითხზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, XXI საუკუნის პირველ მეოთხედში კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე მთელ რიგ სტიქიურ მოვლენებში აისახა.

 


შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსური მხარდაჭერის საკითხის განხილვას დაეთმო.

 

 

აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ამზადებს.

 


შეხვედრას, რომელიც სასტუმროში „შერატონი“ გაიმართა, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კლიმატის მწვანე ფონდის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი