ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩვენ გაცილებით ზუსტი მონაცემები გვაქვს, NDI-ს კვლევა უფრო პოლიტიკური რაკურსით არის დანახული
19-09-2019, 13:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობასა და სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ჩვენ გვაქვს გაცილებით ზუსტი მონაცემები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა NDI- ს კვლევებთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით,  NDI-ს კვლევა უფრო პოლიტიკური რაკურსიდან არის დანახული, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.

 

 

„ეკონომიკური საკითხებზე, რაც მოყვანილია – სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. გაცილებით ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ სტატისტიკის სამსახურში და ასევე სხვადასხვა უწყებებში. ეს არის გაცილებით მაღალხარისხიანი და მეთოდებიც არის აპრობირებული. შესაბამისად, როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ბუნებრივია, ჩვენ ეს პარამეტრები გვაქვს გაცილებით უფრო ხშირად და გაცილებით უფრო ზუსტი. ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და გატარებისას, ვეყრდნობით როგორც ადგილობრივ, პირველ რიგში, სტატისტიკის დეპარტამენტის, ასევე სხვა უწყებების კვლევებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების კვლევებს, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ კვლევებს ატარებენ – მსოფლიო ბანკი თუ სხვა ორგანიზაციები. შესაბამისად, მონაცემები გვაქვს ბევრად უფრო ზუსტი.

 

 

NDI-ს კვლევა უფრო პოლიტიკური კონტექსტით და რაკურსით დანახულია ხოლმე და განწყობებს უფრო გამოხატავს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა „ენდიაის“ როგორც ინსტიტუტის ნდობა იყო, მერე იყო საუბარი, რომ ადგილზე ვერ ხორციელდება სათანადოდ საველე სამუშაოები. მე ამ პოლემიკაში ვერ შევალ, რადგან სათანადო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ განწყობებშიც თუ არის ცვლილება, ეს გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ და მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს ამან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ აღებული იმ განწყობებით უნდა დავგეგმოთ ეკონომიკა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი