ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ასაწონი თამბაქო აუცილებლად უნდა დაიბეგროს, დაბეგვრა იქნება ზომიერი
19-09-2019, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

 

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიან იმპორტირებულ სიგარეტზე და ასევე, გაიზარდა აქციზი ე.წ. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა.

 

 

„აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თავიდანვე იგეგმებოდა დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც. შემდეგ, სამწუხაროდ ეს პროცესი დიდ ხანს გაიწელა, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაბეგვრა. რეალურად, გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, მაშინ რას ვერჩით საწვავს და ა.შ. რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის. კარგია, რომ მწეველების შემცირების ტენდენცია დასტურდება. ეს კარგია და ამ ტემპით თუ უფრო სწრაფად წავალთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

ასევე, მან ისაუბრა ელექტროსიგარეტის დაბეგვრის თემაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია აღნიშნული პროდუქტიც მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში.

 


„პარლამენტში ამასთან დაკავშირებითაც შესულია ინიციატივა. აუცილებელია, ესეც მოწესრიგდეს და მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში. მწარმოებლები არ არიან თანახმა, რომ იმ რეგულაციების პირობებში შემოვიდნენ, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ამიტომ ჩვენი რეგულაციები უნდა გაუტოლდეს ევროპულს. დღეს ჩვენი რეგულაციები ევროპულზე მკაცრია აღნიშნულ საკითხში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

კომენტარები: 3
#3   Sonya
      
My partner and I absolutely love your blog and find almost all of your post's to be
precisely what I'm looking for. Do you offer guest
writers to write content to suit your needs?

I wouldn't mind producing a post or elaborating on many of the subjects you write concerning here.
Again, awesome weblog!

Review my homepage ... Jaxon
9 ნოემბერი 2021 06:12
#2   Haley
      
Hello, I enjoy reading all of your article post.
I wanted to write a little comment to support you.


Feel free to surf to my webpage - Juliet
8 ნოემბერი 2021 15:18
#1   Kirsten
      
I love your blog.. very nice colors & theme. Did you make this website yourself or did you
hire someone to do it for you? Plz reply as I'm looking to construct my own blog and would like to find out where u got this from.
thanks

Here is my web site: Mariana
8 ნოემბერი 2021 14:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი