გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება
19-09-2019, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე  სოფელ რუხში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის  პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზეა ორიენტირებული.



პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) კი, პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ფარგლებში  გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ. 


პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.



ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა,  „USAID Zrda“-ს  ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ, ასევე „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.



ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სტარტაპერებისთვის  „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს  ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი