ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას
27-09-2019, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას, ეს არის მცდარი მოსაზრება. მისი თქმით, წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას.

 


„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 


მისი თქმით, აღნიშნული პროცესი რამდენიმე თვე გაჭიანურდება, თუმცა, ლარის მიმართ პროგნოზები და მოლოდინები არის პოზიტიური და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი