თეატრ „ლენკომის“ ხელმძღვანელი, გამოჩენილი რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მარკ ზახაროვი შაბათს გარდაიცვალა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თეატრის დირექტორმა მარკ ვარშავერმა.
ზახაროვი 1933 წელს მოსკოვში დაიბადა, დაამთავრა ГИТИС-ის სამსახიობო ფაკულტეტი და 1973 წელს „ლენკომის“ თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა. არაერთი მისი ფილმი რუსული კინემატოგრაფიის ოქროს ფონდშია შესული, მათ შორის „12 სკამი“, „სიყვარულის ფორმულა“, „სახლი, რომელიც სვიფტმა ააშენა“ და სხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.