გიორგი გახარია: 2020 წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასი 300 ლარით, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს საშუალოდ, 100 ლარით გაეზრდებათ, - ასევე, მომავალ წელს პოლიციელებს და ჯარისკაცებს მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ ხელფასები
30-09-2019, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„მინდა მინდა მოგახსენოთ, რომ სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი წლის სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 (სამასი) ლარით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.

 

 

პრემიერის თქმითვე, „2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ, 100 ლარით“.

 


„გარდა ამისა, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათან გათანაბრებული პირებითვის და სახელმწიფო თავისი ვალლდებულების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის, მინიმუმ 125 ლარით“, თქვა გახარიამ.

 

 

ვასრულებთ მუშაობას 2020 წლის ბიუჯეტზე. ბიუჯეტის პროექტი შრომის შედეგია მთელი ჩვენი გუნდის. ამ ბიუჯეტის ეფექტიანი შესრულებაზე იქნება დამოკიკდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით პენსიის გაზრდა, 1-ლი ივლისიდან კი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით გაზრდა.

 

 

„პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.

 

 

„გარდა ამისა, პირველი ივლისიდან, ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიოერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი