ირაკლი ღარიბაშილი: „თავდაცის უწყების მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცებზე ზრუნვა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“
30-09-2019, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების მთავარ პრიორიტეტად ჯარისკაცებზე ზრუნვა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დაასახელა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

 


„პირველი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ ბიუჯეტში 26 მილიონი გვქონდა გათვალისწინებული და 100 მილიონამდე გავზარდეთ. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 2020 წელს მაქსიმალურად გავშალოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ განახლება სამხედრო ბაზების, ყაზარმების, სველი წერტილების, სასადილოების თუ სხვა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება - ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვა. კვება გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. გაგრძელდება ჩვენი სამხედროების ფიზიკური მომზადება, მინდა, ასევე აღვნიშნო ამერიკული მხარის დახმარება ამ მიმართულებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ხელფასების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული და მომავალ წელს ხელფასები 20 მილიონი ლარით იზრდება, წოდებისა და რანგის მიხედვით 100-500 ლარამდე იზრდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


მისი განმარტებით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხელფასების მატების გარდა, უწყება სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაზღვევისა და დაჭრილ-დაშავებული სამხედროების სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს.

 


მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, სამხედრო მრეწველობის განვითარება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

 


„მინდა აქცენტი გავაკეთო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამაში მე ვგულისხმობ შეიარაღების, ასევე თავდაცვის სისტემების ნაწილს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სამხედრო მრეწველობის მიმართულება, ასევე, ადგილობრივი წარმოების დაწყება. ასევე, წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი იდეას, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ ზრდა გვექნება განათლების კომპონენტში და კიბერუსაფრთხოებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი იდეა გააჟღერა. „გვინდა დავამუშავოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარ ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს საწყისი იდეაა და ამაზე გვექნება კონსულტაციები მთავრობის ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას. წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით, აქედან 25 მლნ ლარით დამატებით იქნება დაფინანსებული საბიუჯეტო სახსრებიდან. გასულ წელს იყო 820 მილიონი, 2020-ში იქნება 845 მილიონი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი