მიხეილ ბატიაშვილი: „მასწავლებლებს ანაზღაურება მომავალ წელსაც გაეზრდებათ"
30-09-2019, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც ბიუჯეტის ზრდაშიც გამოიხატა.

„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების სფეროს ყველა მიმართულებას - სკოლამდელი განათლებით დაწყებული, მეცნიერებით დამთავრებული. შესაბამისად, ახალი ბიუჯეტით დაგეგმილია რეფორმის ეფექტურად განხორციელება. პირველ რიგში, გამოვყოფდი სკოლის მიმართულებით სამ ძირითად ასპექტს:

 

 

პირველი, ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია როგორც ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე, არსებული სკოლების რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო პროექტების მასშტაბი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ სკოლას მოვიცავთ.

 

 

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს არის სახელმძღვანელოები, რომლის ხარისხის გაუმჯობესება უკვე დავიწყეთ, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს მივიღებთ, რითიც ისარგებლებენ ჩვენი მოსწავლეები.

 

 

და მესამე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს არის მასწავლებლები. მოგეხსენებათ, რეფორმის ფარგლებში, შემოდგომაზე მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება 150 ლარით და როგორც დავპირდით ჩვენს პედაგოგებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების კიდევ დამატებით 150 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელთან შედარებით, პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ხეფასების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ეს პროცესი გაგრძელდება ყოველწლიურად და, შედეგად, გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ.

 

 

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი პროფესიული განათლების მიმართულებით, კერძოდ, მომავალ წელს დაგეგმილია 6 ახალი პროფესიული სასწავლებლის აშენება, რაც გაზრდის რეგიონულ დაფარვას და ხელმისაწვდომობას.

 

 

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვისაც. ახლანდელ მონაცემს რომ შევადაროთ, დაახლოებით 50% ით გაიზრდება მათი ხელფასები. რაც, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაფინანსება მიმართული იქნება სწორედ იქითკენ, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და, ასევე, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები.

 

 

„წელს სიახლეები გვქონდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, ის ევროპული სივრცის ნაწილი გახდა. ეს გულისხმობს ევროპულ სივრცეში მეტ ინტეგრაციას, ხარისხის ზრდას. შესაბამისად, უმაღლესი განათლების დაფინანსება მიმართული იქნება სწორედ იქითკენ, რომ გაიზარდოს ხარისხი და, ასევე, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. ჩვენს მეცნიერებს გაეხსნათ ევროპული სივრცე, რაც მილიონობით ევროსთან წვდომას ნიშნავს. ჩვენი რესურსებითაც მაქსიმალურად დავეხმარებით მათ.

 

 

განათლება რომ მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ეს ბიუჯეტის ზრდაშიც გამოიხატა. გათვალიწინებულია განათლების ბიუჯეტის 130 მილიონზე მეტი ლარით გაზრდა, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კომპლექსური რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.

 

 

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთი წლის აქტიური მუშაობის შედეგად განათლების სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. მისი ათვისება მომავალი წლიდან დაიწყება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რამდენიმესთან მოლაპარაკება კიდევ მიმდინარეობს. ეს რესურსები არსებულ ბიუჯეტთან ერთად განათლების რეფორმას მოხმარდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი