ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახელმწიფო ბანკის „Bank of China“ კატარის ფილიალის პრეზიდენტს შეხვდა
30-09-2019, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი  შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო ბანკის „Bank of China“ კატარის ფილიალის პრეზიდენტს, ჯონსონ ლინს, ბანკის კატარის ფილიალის კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტის გენერალურ მენეჯერ ადამ ლიუს და ამავე დეპარტამენტის ურთიერთობების მენეჯერ,როი იანგს.


 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს Bank of China-ს მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული საქართველოს ბაზრის მოცულობითი კვლევა და მისი შედეგები, ასევე საქართველოში  ბანკის „Bank of China“ საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა და მისი შესაძლო წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვაში.
 


შეხვედრაზე მხარეებმა  ასევე ისაუბრეს 2019 წლის 5-10 ნოემბერს, ქ. შანხაიში, საერთაშორისო გამოფენაში  “2nd China International Import Expo” ქართული მხარის მონაწილეობისა და გამოფენის ფარგლებში ქართულ და ჩინურ კომპანიებს შეხვედრების ორგანიზების საკითხი.
 


მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას ზემოხსენებულ საკითხებზე, ორმხრივად სასარგებლო შედეგების მისაღწევად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი